საიტზე ძებნა

Eng

საქონლის ექსპორტი და იმპორტი

GUG ხელს უწყობს საქართველოდან საქონლის ექსპორტით და საქართველოში იმპორტით დაინტერესებულ კომპანიებს

იხილეთ ვრცლად

Photo alt text

GUG ეხმარება ექსპორტზე ორიენტირებულ ქართულ კომპანიებს პროდუქციისთვის უცხოური ბაზრებისა და პარტნიორების მოძიებაში

იხილეთ ვრცლად

ინვესტირება უძრავ ქონებაში საქართველოში

GUG-ი თანამშრომლობს წამყვან მშენებლობის და უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კომპანიებთან

იხილეთ ვრცლად

Photo alt text

GUG-ი ხელს უწყობს საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს საუკეთესო პროექტების შერჩევასა და მოძიებაში

იხილეთ ვრცლად

აღმოაჩინეთ ჩვენთან ერთად

ჩვენი კომპანია სთავაზობს კლიენტებს მაღალ ხარისხიან მომსახურებას და კონკურენტულ ფასებს

იხილეთ ვრცლად

Photo alt text

ტურები საქართველოში. ტურები წმინდა მიწასა და იორდანიაში.

იხილეთ ვრცლად

ინოვაციური ტექნოლოგიების გავრცელება

სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა

იხილეთ ვრცლად

Photo alt text

ადგილობრივი კომპანიების მსოფლიოს წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა

იხილეთ ვრცლად

შესახებ:

გლობალ უნი გრუპი

გლობალ უნი გრუპი (GUG) - ბიზნეს კონსულტაციებსა, ინვესტიციების და ვაჭრობის ხელშწყობაზე ორიენტირებული კომპანიაა.

GUG  ხელს უწყობს მცირე და საშუალო კომპანიების საქმიანობას, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საქმიანი პარტნიორების მოძიება, პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვებისა და სხვა ბიზნეს საქმიანობის დაგეგმარება. კომპანია ხელს უწყობს უცხოურ კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლაში და დამკვიდრებაში, ასევე ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს საზღვარგარეთ საქმიანობის დაწყებაში.  ამ მიზნებისათვის  GUG-ი თანამშრომლობს მთელ რიგ პარტნიორ კომპანიებთან აშშ-ში, ევროპაში, ისრაელში და  იორდანიაში.

GUG-ი დაარსდა 2009 წელს და ამ დროისთვის კომპანია უკვე ცნობილია როგორც საქართველოში ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. კომპანიის თანამშრომლები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, მათ მიღებული აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ  ვაჭრობის, ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს.

GUG-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები::

ჩვენი გუნდი

ლაშა ჟვანია

ლაშა ჟვანია - GUG-ს დამფუძნებელი

სამუშაო გამოცდილება: 1993-2009

  • სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
  • საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში
  • საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში
  • საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
დავით ალექსიძე

დავით ალექსიძე - გენერალური დირექტორი

სამუშაო გამოცდილება: 2001-2009

  • სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
  • უკრაინაში საქართველოს საელჩო, ეკონომიკური განყოფილება;
  • ვიცე-კონსული (ეკონომიკური საკითხები) საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში;
  • საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო;
თეონა ჯიქია

თეონა ჯიქია - დირექტორი (ფარმაცეფტიკა და ჰიგიენური საშუალებები)

სამუშაო გამოცდილება: 2003-2009

  • ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ეროვნული სამედიცინო ცენტრი
  • პროექტის მენეჯერი, შპს “ევრობილდინგი”;
  • შპს “ირიკომ”-ის დირექტორი;
  • შასტუმროების ქსელების სექტორის განვითარების უფროსი, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი;
  • TAT ჯგუფის დირექტორი
თინათინ რუხაძე

თინათინ რუხაძე - დირექტორი (უძრავი ქონება და ტურიზმი)

სამუშაო გამოცდილება: 1984-2007

  • პროდუსერთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწოფო ტელივიზიისა და რადიო კომპანია;
  • შპს “მელოდია არტ”-ის გენერალური მენეჯერი;
  • საქართველოს სახელმწიფო მუსიკალური თეატრი, გენერალური მენეჯერი
  • შპს “ცენტრ პოინტ სერვისი”, დირექტორი
  • შპს “ცენტრ პოინტი ტრაველ”, გენერალური მენეჯერი

სიახლეები:

Dutch Health-ის ვიზითი საქართველოსი

02.03.2010

მიმდინარე წლის 21-23 თებერვალს საქართველოს ეწვია ებრაელ ინვესტორთა ჯგუფი და ჰოლანდიური კომპანია “Dutch Health”-ის წარმომადგენელი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ჯანდაცვის ბაზარზე  არსებული მდგომარეობისა და საქართველოში ჯანდაცვის  სფეროში პროექტების განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა.  ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე მოქმედი ჰოსპიტალების და სადაზღვეო კომპანიების  წარმომადგენელებთან.  

ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა “Dutch Health”-სა და GUG-ს შორის თანამშრომლობის საკითხი საქართველოში ჯანდაცვის სფეროში ერთობლივი  პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.   

htm-sughtian

Households & Toiletries Manufacturing Company წარმომადგენელის ვიზიტი

25.01.2010

 მიმდინარე წლის 18-25 იანვარს შედგა Households & Toiletries Manufacturing Company-ს წარმომადგენლის ბატონი აისერ ჰალოშის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა GUG-ს  წარმომადგენლებთან ფარმაცეფტიკისა და ჰიგიენის პროდუქციის საქართველოში იმპორტის სფეროში თანამშრომლობის პირობების განხილვა. GUG-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრების დროს ზემოთ აღნიშნულ საკითხთან ერთად, ასევე განხილულ იქნა ქართული ფარმაცეფტული პროდუქციის იორდანიაში ექსპორტის საკითხიც.

 ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა ბატონოი ა. ჰალოშის შეხვედრები რიგ ფარმაცეფტულ, სადაზღვეო და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

GUG-იმ მიიღო ექსკლუზიური პირობები წარმოადგინოს უნო მობის პროდუქცია საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში

13.01.2010

 ვენაში გამართული კონსულტაციების შედეგად, GUG- ის მიენიჭა უნო მობის პროდუქტების საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ექსლუზიურად წარდგენის უფლება.

პარტნიორები:

პარტნიორი კომპანიები

ic_group

აი სი ჯგუფი

აი სი ჯგუფი 2005 წლის 10 ნოემბერს დაფუძნდა და მას შემდეგ აქტიურად ვითარდება სადაზღვევო ბაზარზე. მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, კომპანიამ წარმატებით შეძლო ლიდერ ქართული სადაზღვევო კომპანიებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.

ვაჭრობა:

GUG-ის საქმიანობის ერთ -ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოდან ექსპორტით დაინტერესებული კომპანიებისა და საქართველოშო პროდუქციის იმპორტით დაინტერესებული კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობა.

ექსპორტის ხელშეწყობა

  • GUG-ი ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების მათი პროდუქციისათვის შესაბამისი უცხოური ბაზრებისა და პარტნიორების მოძიებაში (საქმიანობის დაწყება, ბაზრის მიმოხილვა, ექსპორტის დაფინანსება და ბაზარზე შეღწევა)
  • GUG-ი ეხმარება უცხოურ კომპანიებს საქართველოში საქმიანი პარტნიორების მოძიებაში ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების დაარსების მიზნით.

საქონლის იმპორტი

  • GUG-ი ხელს უწყობს საქართველოს და დსთ-ს ბაზრებზე პროდუქციის იმპორტით დაინტერესებულ უცხოურ პარტნიორ კომპანიებს და უზრუნველყოფს მათ აღნიშნული საქმიანობისათვის  აუცილებელი ყველა შესაბამისი სერვისით. GUG-ი თანამშრომლობს რეგიონში მომუშავე წამყვან სადისტრიბუციო კომპანიებთან და საცალო გაყიდვის ქსელებთან.

ვაჭრობა ფარმაცეფტული და ჰიგიენური პროდუქციით

ფარმაცეფტული და ჰიგიენური პროდუქციით იმპორტი და ექსპორტი ვაჭრობის სფეროში GUG-ის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს კომპანიის საქმიანობისა.

კომპანია თანამშრომლობს რიგ ადგილობრივ და უცხოურ ფარმაცეფტული და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებთან მათი ინტერესების საქართველოსა და ქვეყნის გარეთ წარდგენის მიზნით.

ინფორმაცია ვაჭრობის სფეროსთან დაკავშირებით

სტატისტიკა

სავაჭრო პრეფერენციები

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან. საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმრავლესობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებია. აღნიშნულ ქვეყნებთან ვაჭრობა დაფუძნებულია უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმზე, რომელიც უზრუნველყოფს შემცირებულ ტარიფებს ვმო-ს წევრი ქვეყნებისათვის ურთიერთ ვაჭრობაში.

საქართველო სარგებლობს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP) დაწესებული სავაჭრო შეღავათებით ევროკავშირთან (GSP+), აშშ-თან, კანადასთან, იაპონიასთან, შვეიცარიასა და ნორვეგიასთან, აღნიშნული პრეფერენციებით დაწესებულია შედარებით მცირე საბაჟო გადასახადები საქართველოდან ექსპორტირებული გარკვეული სახის საქონელზე.

საქართველო სარგებლობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობისას. ასევე 2007 წლიდან საქართველო სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით თურქეთთან.

კანონმდებლობა

საქართველოს კანონი ვაჭრობასა და კონკურენციაზე

ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები 

ინფორმაცია ფარმაცეფტული და ჰიგიენური პროდუქციით  ვაჭრობასთან დაკავშირებით

სტატისტიკა

უძრავი ქონება:

 საქართველოში უძრავი ქონების სექტორში ინვესტირებით დაინტერესებული კომპანიების დახმარების მიზნით  GUG-ი თანამშრომლობს მშენებლობის და უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კომპანიებთან. ამ მიმართულებით GUG-ი სთავაზობს პარტნიორებს შემდეგ მომსახურებას:

  • ხელს უწყობს საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს საუკეთესო პროექტების შერჩევასა და მოძიებაში, ეხმარება  მათ ამ საქმიანობაში ყველა აუცილებელი სამუშაოების შესრულებაში;
  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროექტების შემთხვევაში GUG-ი ეხმარება ინვესტორებს შესაბამის სახელმწიფო და სხვა ინსტიტუტებთან კონსულტაციებში;
  • GUG-ი ეხმარება ადგილობრივ კომპაბიებს საინვესტიციო წინადადებების მომზადებასა, პოტენციურ ინვესტორთან დაკავშირებაში და მოლაპარაკებების გამართვის პროცესში

ინფორმაცია  უძრავი ქონების სფეროსთან დაკავშირებით

კანონმდებლობა

საქართველოს კანონი ინვესტიციების ხელშეწყობასა და გარანტიების შესახებ;

საქართველოს კანონი ინვესტიციების სახელმწიფო ხელშეწყობის შესახებ

საინვესტიციო წინადადებები

პროექტები თბილისში

სასტუმროთა ქსელი რჩეული

პროექტები აჭარაში

ტურიზმი:

 ტურიზმის სფერო GUG-ის საქმიანობის ერთ ერთი ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ტურიზმის მიმართულებას უძღვება GUG-ის შვილობილი კომპანია “პილიგრიმ ტურსი” და "GEMM Georgia" . კომპანია უზრუნველყოფს თავის კლიენტებს ხარისხიანი სერვისით და საქართველოში დღეისათვის არსებული ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით.

"პილიგრიმ ტურსი"-ს მიმდინარე პროექტები:

  • ტურები საქართველოში;
  • ტურები წმინდა მიწასა და იორდანიაში;
  • ტურები კორპორატიული კლიენტებისათვის.

სტანდარტული ტურის პროგრამა წმინდა მიწაზე

შემოგვიერთდით "Facebook" - ის გვერდზე

IT ტექნოლოგიები:

საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია, შემდგომი განვითარეწბის უზარმაზარი პოტენციალით. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში GUG    სთავაზობს პარტნიორ ორგანიზაციებს შემდეგი სახის მომსახურებას:

  • საქართველოში უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უცხოური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობა;
  • უცხოური კომპანიების ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან დაკავშირება და მათ შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • პარტნიორი კომპანიების ტელეკომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პროგრამებში  მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი კომპანიების სატელეკომუნიკაციო სექტორის მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან საქმიანი კავშირების დამყარების უზრუნველყოფა
  • ჩვენი წინადადებები

    უნო მობი

    ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ბაზართან დაკავშირებით

    ბაზრის მიმოხილვა

    საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

    საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ

ფარმაცევტიკა:

Export Promotion

Also gaining local and international recognition as a fine food and wine producing area. The combination of national parks, state forests, private gardens and its location on the doorstep of Melbourne all combine to make the area unique in its natural, cultural and amenity values.

The Eastern Ranges GP Association (ERGPA) runs an After Hours ...

Junction. This service is available to the.fine food and wine producing area. The combination of

კონტაქტი:

გაოგვიგზავნეთ შეტყობინება:

გაოგვიგზავნეთ შეტყობინება:

გაოგვიგზავნეთ შეტყობინება:

ტელ: +995 591 197 791

ფაქსი: (995 32) 29 14 40

მისამართი: გლობალ უნი გრუპიrn0179, ფალიაშვილის 64, თბილისი, საქართველო.